საიხლეებიქვეყანა

თურნავა: ახალი ინვესტორი დაგვპირდა, რომ ნოემბრიდან ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება აღდგება

Загрузка...

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი ინვესტორის, Steell International trades company-ს დაპირებით, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება ნოემბერში აღდგება. გადაცემა ბიზნესპარტნიორში მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანია სახელფასო დავალიანებებს სრულად დაფარავს.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კომპანია უახლოეს ერთ თვეში დადებს შრომის ახალ ინსტრუქციას, რაც მოხსნის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს:

“ასევე ამ ვადაში კომპანია წარმოადგენს საინვესტიციო გეგმას, რომელიც, რა თქმა უნდა, განხორციელდება რაღაც პერიოდში, მაგრამ ეს პროცესი ერთი თვის შემდეგ დაიწყება. მის საფუძველზე მოხდება ეტაპობრივი მოდერნიზაცია, და რაც მთავარია, კომპანიისგან ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ნოემბერში ქვანახშირის მოპოვების პროცესი აღდგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ კომპანია თავისი ბიზნესის მომავალს ქვანახშირის მოპოვებაში ხედავს”.

24 სექტემბერს ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტებში, დახლოებით, 30 მეშახტე ჩავიდა და პროტესტის ნიშნად ადგილის დატოვებას არ აპირებს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მეშახტეებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა აეღოთ, თუმცა მათ კომპანიის პასუხი ამ დრომდე არ აქვთ. საქნახშირში On.ge-ს უთხრეს, რომ მეშახტეებმა ღამე შახტებში გაათენეს.

პროფკავშირები მთავრობას მოუწოდებენ, გადაუხადონ ტყიბულელ მეშახტეებს კუთვნილი ანაზღაურება და გააცნონ გეგმა, როგორ გააგრძელებს კომპანია ნახშირმოპოვებას. თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტრომ მოუწოდა კომპანიას, რომ დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაუროს.

საქნახშირის განცხადებით, კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც. მათივე ცნობით, ამ დროისთვის სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აწარმოებს.

მეშახტეებმა გაფიცვა 26 სექტემბერს შეწყვიტეს. ეკონომიკის მინისტრი ამ დღეს ტყიბულში ჩავიდა და მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოჩნდა ახალი ინვესტორი კომპანია, რომელიც იკისრა ვალდებულება, გაისტუმროს, სოციალური გადასახადები, მათ შორის, დაზარალებული ოჯახების წინაშე.

ტყიბულში მეშახტეებს იგივე პრობლემებს 2018 წელსაც ჰქონდათ. მაშინ დასაქმებულები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის წარედგინათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებდნენ. ტყიბულში 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებოდათ.

loading...
Загрузка...
loading...
loading...