რჩევები

შსს-მ ვარკეთილში არასრულწლოვნის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 6 პირს ბრალი დაუმძიმა

Загрузка...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში კორპუსიდან არასრულწლოვნის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 6 პირს ბრალი დაუმძიმა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გრძელდება.

დაკავებულებს ბრალი არამხოლოდ თვითმკვლელობაზე მიყვანის მუხლით (115), არამედ ძარცვისა (178) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (236) მუხლებითაც წაუყენეს. სამივე მუხლით წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რვა წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. შსს-მ გუშინ, 27 სექტემბერის ვარკეთილში კორპუსიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირი დააკავა.

loading...
Загрузка...
loading...
loading...