რჩევები

შეიმეცნე, გაერთე და აღმოაჩინე — მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალს მასპინძლობს

Загрузка...

მართალია, ზაფხულის არდადეგები დიდი ხანია მიილია და ბავშვებიც უკვე სკოლებისა თუ ბაღების ახალ სასწავლო პროცესს შეურთდნენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თავგადასავლები დასრულდა: 28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში საბავშვო ფესტივალი ტარდება!

უკვე მეორე წელია, რაც თიბისის მხარდაჭერით სექტემბრის ბოლოს პატარებისთვის ნამდვილი დღესასწაული იმართება, სადაც ნებისმიერი ასაკის ბავშვი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლებს უქმე დღეს დაუვიწყარი დრო გაატაროს. მთაწმინდის პარკში მოწყობილ ღია და ფერად სივრცეში წარმოდგენილი იქნება სპორტის, განათლების, ჯანმრთელობის, გართობისა და სტარტაპების ზონა, სადაც მშობლებს თავიანთ პატარებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სახის აქტივობებით დაკავდნენ და ამავდროულად მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღონ.

მაგალითად, თუ გართობის ზონაში ბავშვები მათთვის სასურველი ორნამენტებით მოიხატავენ სახეს, შემდეგ იქვე განათლების სივრცეში შემეცნებით აქტივობებთან ერთად მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამორჩეული სკოლებისა და ბაღების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. თანაც სულ ეს არ არის: სპორტის ზონაში დაგეგმილი აქტივობების დახმარებით მოზარდებმა შესაძლოა მათთვის ჯერ კიდევ უცნობი სპორტული ინტერესები აღმოაჩინონ და ადგილზევე შეარჩიონ მომავალი განვითარებისთვის საჭირო სპორტული დაწესებულება.

შარშანდელთან შედარებით წელს ფესტივალს კიდევ უფრო მეტი მონაწილე ორგანიზაცია შემოუერთდა, რაც მთაწმინდის პარკის სტუმრებისთვის კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნების გარანტი იქნება. ფესტივალის თემატური ზონებისა და მათში წარმოდგენილი მონაწილეების შესახებ კიდევ უფრო ვრცლად გიამბობთ:

სპორტი, ხელოვნება და განათლება — ყველაფერი ბავშვის განვითარებისთვის

საბავშვო ფესტივალის განსაკუთრებული ღირებულება სწორედ ისაა, რომ პატარებს თამაშითა და ხალისიანი აქტივობებით აუცილებელი უნარ-ჩევევების განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. აი, მაგალითად განათლების ზონაში წარმოდგენილ არაერთ მონაწილეს შორის ერთ-ერთი მწვანე ბანაკი იქნება, რომელიც ფესტივალის განმავლობაში ბავშვებს თიხაზე ძერწვას, ხელნაკეთი ნივთების დამზადებასა და საღებავებით ხატვას შეასწავლის. ამ აქტივობებით დროის გატარებისას კი მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ მწვანე ბანაკის შესახებ, რომელიც ყოველ ზამთარსა და ზაფხულს სწორედ მსგავსი და კიდევ უფრო ღირებული შემეცნებითი აქტივობებით სავსე ბანაკებს აწყობს ბავშვებისთვის.

სტარტაპების ზონა — უნიკალური ნივთები თქვენი პატარებისთვის

ფესტივალის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ ათეულობით ქართული დამწყები ბიზნესის წარმოებას გაეცნოთ, რომლებიც სწორედ ბავშვებისთვის ამზადებენ უნიკალურ პროდუქციას. მათ შორისაა ხელნაკეთი სათამაშოების მწარმოებელი მაღაზია ჩიკიტაი, რომელიც ყველაზე პატარებისთვის ანტიალერგიული და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ამზადებს გამორჩეულ სათამაშოებს. მათ პროდუქციას შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ჩხრიალა ზუთხია, რომლის შეძენის შემთხვევაში ავტომატურად საქველმოქმედო აქციაშიც ჩაერთვებით – კავკასიაში გადაშენების პირას მყოფი ზუთხისებრთა სახეობის კონსერვაციის გაძლიერებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ.

საბავშვო წიგნების გამოფენა

საბავშვო ფესტივალი რა იქნებოდა პატარებს ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის შესაძლებლობა რომ არ მისცემოდათ! სწორედ ამიტომაც 28 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული გამომცემლობების სტენდები დაგხვდებათ და სპეციალურად ამ დღისთვის საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან არჩევანზე ფასდაკლებაც იმოქმედებს.

ჯანმრთელობის სერვისები სპეციალურად ბავშვებისთვის

გართობის, შემეცნებისა და კლასგარეშე საკითხავის სწორად შერჩევის შემდეგ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ ფესტივალის განმავლობაში არაერთი სამედიცინო დაწესებულებისგან სპეციალურად ბავშვებისთვის საჭირო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ. მაგალითად, თბილისის ფსიქიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვეციის სამსახური ფესტივალზე მისულ პატარებს არტთერაპიასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განმავითარებელ სავარჯიშოებს შესთავაზებს, ამავდროულად კი მშობლებს სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი სამედიცინო პროგრამის შესახებ გააცნობს სრულ ინფორმაციას, რომელიც ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე არასრულწლოვნებისთვის აუცილებელ ფსიქოლოგიურ თუ ფსიქიატრიულ კონსულტაციებს მოიცავს.

განსაკუთრებული სიურპრიზები თიბისისგან

საბავშვო ფესტივალისა და თიბისის საერთო ღირებულება ახალ თაობაზე ზრუნვა, პატარების განვითარება და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაა. სწორედ ამიტომ, თიბისი შექმნის დღიდან ფესტივალის მეგობარია და ის ამ ფესტივალს განსაკუთრებული განწყობითა და საჩუქრებით ხვდება.

გარდა იმისა, რომ ბავშვები კომპანიის მიერ დაგეგმილი გასართობი ღონისძიების მონაწილეები გახდებიან, მშობლებსაც ბევრი საინტერესო აღმოჩენა გელით.

თიბისი თავის ზონაში გამორჩეული დიზაინის მოსწავლის ბარათების უფასოდ დარიგებას აპირებს. რატომ უნდა აიღოთ თიბისის მოსწავლის #1 ბარათი? — მას აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს უამრავ ფასდაკლებას ბავშვების საყვარელ ადგილებში, როგორიცაა კინო და სხვა გასართობი ადგილები.

მშობლებს შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ინტერნეტბანკის გამოყენებით გადაურიცხოთ ბავშვებს სასურველი თანხა თვეში ერთხელ. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ აკონტროლოთ როგორ ხარჯავს თქვენი შვილი ფულს და დაუწესოთ დღიური ლიმიტი, რათა მითითებულზე მეტი ვერ დახარჯოს.

#1 ბარათის მისაღებად, მხოლოდ და მხოლოდ მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო.

პატარა მომხმარებლები, რომლებიც ბარათს აიღებენ, დავით კაკაბაძის თემატიკის საჩუქრებასაც მიიღებენ: ბლოკნოტებს, ფანქრებს, ცხრილებს, სანიშნეებსა და სტიკერებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 28 სექტემბერს პატარებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ! თანაც, სპეციალურად ამ დღისთვის მთაწმინდის პარკის ატრაქციონების ულიმიტო ვაუჩერის შეძენა მხოლოდ 17 ლარად შეგიძლიათ.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. გაატარეთ ჯადოსნური უქმე დღე თქვენს პატარებთან ერთად. 

loading...
Загрузка...
loading...
loading...