რჩევები

აშშ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება

Загрузка...

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მიესალმება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა ტვიტერზე დაპოსტა:

“ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაძაბულობა შეამციროს”.

26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. 2008 წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს დიპლომატიური კონტაქტი არ ჰქონიათ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის მეშვეობით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პერიოდში მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალს წარმოადგენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი იყო.

loading...
Загрузка...
loading...
loading...