ეს საინტერესოარჩევები

ეგვიპტეში საპროტესტო აქციების ორი ათასამდე მონაწილე დააკავეს

Загрузка...

ეგვიპტეში 20 სექტემბრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. კაიროში, ალექსანდრიასა და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩაში ათასობით ადამიანი გავიდა. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, აბდულ-ფათაჰ ალ-სისის გადადგომას ითხოვენ.

სამართალდამცავებმა აქციის ორი ათასამდე ადამიანი დააკავეს. ქვეყანაში შეიზღუდა წვდომა ფეისბუქზე, პოპულარულ მესენჯერებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, ხოლო ქალაქებში დამატებითი სამხედრო ძალა გამოჩნდა.

აქციების სულისჩამდგმელი ესპანეთში მცხოვრები ბიზნესმენი მოჰამედ ალია. სექტემბრის დასაწყისიდან ის თავის ბლოგზე აქვეყნებს ვიდეოებს და ეგვიპტის ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. მისივე მტკიცებით, ქვეყნის პრეზიდენტი და მისი გარშემომყოფები ბიუჯეტის ფულით სასახლეებს იშენებენ.

ალის ვიდეოები საკმაოდ პოპულარული გახდა. ამას დაემატა მოქალაქეების რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

2011 წელს არაბული გაზაფხულის დროს ეგვიპტეში მასობრივი პროტესტის შედეგად პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი ჩამოაგდეს, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა. 2012 წლის ბოლოს საპროტესტო აქციები დაიწყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის წინააღმდეგ, რომელსაც 2013 წლის შემოდგომაზე სამხედრო გადატრიალება მოჰყვა, რის შემდეგაც სათავეში ალ-სისი მოვიდა. 

loading...
Загрузка...
loading...
loading...