მას მედიაპოლიტიკა

ვიტენბურგის უნივერსიტეტი LEAF-ის საერთაშორისო განათლების გამოფენაზე

Загрузка...

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს. მონაწილეთა შორის არის ვიტენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი. მას სამი კამპუსი გააჩნია — 2 ჰოლანდიაში: აპელდორნსა და ამსტერდამში, ხოლო ერთი ავსტრიაში — ვენაში.

ვიტენბურგში სწავლა შესაძლებელია ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაზე. ამას გარდა, უნივერსიტეტს აქვს დაწყებითი კურსი: პროგრამა მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად ბაკალავრიატზეან მაგისტრატურაზე სწავლის დასაწყებად.

უნივერსიტეტი კონცენტრირებულია ბიზნესის, მეწარმეობისა და მენეჯმენტის სწავლებაზე და პროგრამები ბაკალავრიატზეც და მაგისტრატურაზეც თემატურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ტურიზმის მენეჯმენტი, ლოჯისტიკა, სპორტული ბიზნესის მართვა, უძრავი ქონების მართვა, განათლება და მეწარმეობა, ფინანსური სერვისების მართვა, ფინანსები და ინოვაცია.

სამაგისტრო ხარისხთან ერთად, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ანუ MBA – ხარისხის მიღებაც არის შესაძლებელი ვიტენბურგში.

აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო პროგრამა ისეა მოწყობილი, რომ აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა 6 დაწყების თარიღიდან აირჩიონ ერთ-ერთი. რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს აქვს 6 მიღების პერიოდი ბაკალავრიატზე.

ბაკალავრიატის სტუდენტებს აქვთ პროექტების კვირეულები, რომლის ფარგლებშიც მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე. ბაკალავრებსაც და მაგისტრებსაც ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება სხვადასხვა კომპანიაში. ამაზე თავად უნივერსიტეტი ზრუნავს.

ვიტენბურგის უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ განათლების საერთაშორისო გამოფენას, 5 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე სასტუმრო ჰოლიდეი ინში.

loading...
Загрузка...
loading...
loading...