რჩევები

ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება — გიორგი კვირიკაშვილი

Загрузка...

“ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული, რაც დღეს ხდება”, — ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავარ არხთან განაცხადა. კვირიკაშვილი გუშინ, 27 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას შეხვდა.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ბესელიასთან ბევრი საკითხი განიხილა. მისივე თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს.

“როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერს, რა თქმა უნდა, ჩემი აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკურ პოზიცია მექნება. რაღაცა შეიძლება მომწონდეს, რაღაც — არა. მაგალითად, 20 ივნისს რაც იყო, ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდეც ამის შესახებ განცხადება. ასეთი რაღაც შეიძლება კიდე მოხდეს მომავალში და არასდროს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ”, — ამბობს კვირიკაშვილი.

მისივე თქმით, განცხადებები, თითქოს მას აშანტაჟებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

loading...
Загрузка...
loading...
loading...