მას მედიაპოლიტიკა

ტომ ჰენკსს ოქროს გლობუსზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

Загрузка...

როგორც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია იტყობინება, ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე მსახიობ ტომ ჰენკს საპატიო ჯილდოს სიამაყით გადასცემენ.

ტომ ჰენკსი ფილმებში 1980 წლიდან აქტიურად თამაშობს და დღეს ის მსოფლიოში აღიარებული, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია. მას სხვადასხვა დროს შესრულებული აქვს როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა Philadelphia, Forrest Gump, The Green Mile და კიდევ მრავალი სხვა.

ოქროს გლობუსის დაჯილდოება 2020 წლის 5 იანვარს გაიმართება, სადაც 63 წლის მსახიობს კინოში შეტანილი წვლილისთვის რეჟისორ სესილ დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს გადასცემენ. 

BBC

loading...
Загрузка...
loading...
loading...