ეს საინტერესოა

სკანდალი-თბილისის მერიამ კალაძის მეგობრისა და საკრებულოს წევრის სიდედრს 700 ათასის ქონება აჩუქა

-
loading...
Загрузка...
loading...

პრესა.ჯიმ მოიპოვა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა თუ როგორ ანიავებს თბილისის მერია თითოეული ჩვენგანის ქონებას.

კერძოდ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას ოჯახის წევრს (მეუღლის დედას ) თბილისის მერიამ და საკრებულომ, 2016 – 2017 წლებში, ჯამში 700 000 ლარის ღირებულების ქონება გადასცა (მიწის ლეგალიზაციის კომისია ).

საუბარია პრესა.ჯის მიერ მოპოვებულ სამ იურიდიულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც თბილისის მერის, კახი კალაძის მეგობრის, ირაკლი ზარქუას სიდედრს ერთ შემთხვევაში 534, მეორე შემთხვევაში 429, მესამე შემთხვევაში კი 189 კვ/მ მიწის ნაკვეთი გადასცეს სიმბოლურ ფასად.

დოკუმენტის მიხედვით, ლია ლომსაძისთვის გადაცემული ორი ნაკვეთი ჭიაურელის 15 ნომრის მიმდებარედ, მესამე კი, საქართველოს სამხედრო გზაზე – „გრეკოს“ მიმდებარედ მდებარეობს… ჯამში, ამ ქონების ფასი საშუალოდ 700 ათასი ლარია.ჩვენს მიერ მოძიებული მტკიცებულებებიდან ირკვევა რომ თბილისის მერიამ და საკრებულომ, ზარქუას სიდედრს ქონების ნაწილი სიმბოლურ ფასად გადასცა, ხოლო მესამე სიმბოლური ვალდებულებით…

თუმცა, ზარქუას სიდედრმა, ლია ლომსაძემ ეს ნაკვეთი ისე გაასხვისა რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

P.S: ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი ზარქუას და მან კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. “არ მცალია, სხდომაზე შევდივარ”.

https://presa.ge/

loading...
loading...
Загрузка...