ეს საინტერესოა

“ნიუსსაც აღარ ვუყურებ…” – რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, “რუსთავი 2”-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში

Загрузка...

მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს ქარ­თვე­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი­დან იც­ნობს, ის უმე­ტე­სად ცხელ თე­მებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. გა­სულ ზა­ფხულს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა, ტაიმ-აუტი აიღო და ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ცხა­დია, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხე­ბიც ისე­თი აქ­ტი­უ­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ვი­ტყვო­დი, შე­უ­პო­ვა­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რო­გო­რიც მა­რი­ა­მია, ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს.

სწო­რედ ამი­ტომ AMBEBI.GE მას ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და.
10:48 / 06-11-2019
“ნიუსსაც აღარ ვუყურებ…” – რატომ დატოვა საქართველო მარიამ გაფრინდაშვილმა, “რუსთავი 2”-დან წასვლის შემდეგ და როგორ ცხოვრობს ამერიკაში
მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს ქარ­თვე­ლი ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი­დან იც­ნობს, ის უმე­ტე­სად ცხელ თე­მებ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. გა­სულ ზა­ფხულს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა, ტაიმ-აუტი აიღო და ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ცხა­დია, ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხე­ბიც ისე­თი აქ­ტი­უ­რი, ოპე­რა­ტი­უ­ლი და ვი­ტყვო­დი, შე­უ­პო­ვა­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რო­გო­რიც მა­რი­ა­მია, ბევ­რს აინ­ტე­რე­სებს.

სწო­რედ ამი­ტომ AMBEBI.GE მას ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და.

„აღარ ვარ აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი, თუ და­მი­ჯე­რებთ, ამ ეტაპ­ზე ნი­უს­საც აღარ ვუ­ყუ­რებ… ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი იყო, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე, პრო­ფე­სი­ის­გან, რო­მე­ლიც ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა იყო, ტაიმ-აუტი ამე­ღო, რაც „რუს­თა­ვი 2“-დან ჩემს წა­მოს­ვლას უკავ­შირ­დე­ბა… რამ­დენ­ჯერ­მე უკვე ვთქვი კი­დეც, რო­დე­საც 21 ივ­ნისს გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო… ემო­ცი­უ­რად უკი­დუ­რე­სად ცუ­დად ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ მარ­თლა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე…

ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ის პრო­ფე­სი­აა, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ამის კე­თე­ბა, რა­ღაც ეტაპ­ზე, აღარ შე­მეძ­ლო არც ფი­ზი­კუ­რად და არც ემო­ცი­უ­რად. ამი­ტომ ტაიმ-აუტი ავი­ღე, ჯერ არ ვიცი, ეს პა­უ­ზა რამ­დენ ხანს გაგ­რძე­დე­ბა, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ური­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის! მოკ­ლედ, ვამ­ჯო­ბი­ნე, რომ ცოტა ხანს ამ პრო­ფე­სი­ი­დან დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვიყო.

– იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ხარ?

– ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც „რუს­თა­ვი 2“-დან წა­მო­ვე­დი. ვი­მე­ო­რებ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის უზო­მოდ მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რომ ამ პრო­ცე­სე­ბის­გან ახლა დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვარ. ისე, ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამას შევ­ძლებ­დი.

– საყ­ვა­რე­ლი საქ­მის­გან ტაიმ-აუტი კონ­კრე­ტუ­ლად რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

– ამ ეტაპ­ზე იმას, რომ მე­ტად განვვი­თარ­დე და ეს პე­რი­ო­დი უფრო მარ­ტი­ვი გა­და­სა­ტა­ნი იყოს ჩემ­თვის… სი­ტუ­ა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნაც არ­თუ­ლებს, თუმ­ცა ეს ეტა­პი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი – აქ სა­მუ­და­მოდ არ წა­მოვ­სულ­ვარ…

– ამე­რი­კა­ში რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბი?

– აქ ყოფ­ნას რამ­დე­ნი­მე თვე ვგეგ­მავ. ამ ეტაპ­ზე მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვის­ვე­ნო და თან, ჩემს თავს ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი და­ვუმ­ტკი­ცო. ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მომ­წონს. რაც შე­ე­ხე­ბა აქა­ურ გეგ­მებს, მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ მინ­და ამა­ზე ღიად ლა­პა­რა­კი, მარ­ტო არ წა­მოვ­სულ­ვარ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ, ისი­ნიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან. თუმ­ცა რო­გორც ვთქვი, ჩემი აქ ყოფ­ნა არ არის მუდ­მი­ვი, ვცდი­ლობთ, ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი ვის­წავ­ლოთ, მით უფრო, რომ ეს ქვე­ყა­ნა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს.

– მოკ­ლედ, ახა­ლი ეტა­პია შენს ცხოვ­რე­ბა­ში…

– კი, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ცხოვ­რე­ბის თავ­გადსა­ვა­ლიც იქ­ნე­ბა, აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე არის ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

– სხვა რე­ჟიმ­ზე გა­დარ­თვა არ გი­ჭირს? შენი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, რე­პორ­ტა­ჟე­ბის კე­თე­ბა არ გე­ნატ­რე­ბა?

– სხვა რე­ჟიმ­ზე გა­დარ­თვა მი­ჭირს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მძი­ნავს – გან­სხვა­ვე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, თუმ­ცა ერთ-ერთი, რაც არის, აქ ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა რე­პორ­ტა­ჟებს, არ დავ­მა­ლავ და აქ სამ­ჯერ იყო ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა რე­პორ­ტაჟ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­მინ­და, რომ ისევ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მშურს ყო­ველ­თვის ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მე­ლიც ცხელ ამ­ბებს აშუ­ქებს, რად­გა­ნაც ეს საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მომ­წონს მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ყოფ­ნა. ზოგ­ჯერ მაქვს ეს ნოს­ტალ­გია, თან, არ არის დიდი ხანი, რაც ფლო­რი­და­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად, კუნ­ძულ Key west-ზე, სა­დაც სულ მზეა, ფე­რა­დია ყვე­ლა­ფე­რი და კარ­გი ამინ­დე­ბია…

– რო­გორ აფა­სებ შენი საყ­ვა­რე­ლი არ­ხის ასე დაშ­ლას?

– გა­ვი­მე­ო­რებ, რომ „რუს­თა­ვი 2“ ნამ­დვი­ლად იყო ჩემი საყ­ვა­რე­ლი არხი. 30 წლის ვარ და აქე­დან 12 წელი იქ გა­ვა­ტა­რე. პრო­ფე­სი­უ­ლად ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე „რუს­თა­ვი 2“-თან ერ­თად ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე სხვა­გან არ­სად მი­მუ­შა­ვია. პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო – ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლა იქ ვის­წავ­ლე და იმი­ტო­მაც ვიმ­ყო­ფე­ბი ახლა სხვა ქვე­ყა­ნა­ში და არ ვარ მანდ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გორ ვა­ფა­სებ ჩემი საყ­ვა­რე­ლი არ­ხის დაშ­ლას, რო­გორც ვთქვი, უკი­დუ­რე­სად მძი­მე იყო ჩემ­თვის… მინ­და, „რუს­თა­ვი 2“ იყოს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი არხი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ასე­ვე მინ­და, გავ­ლე­ნე­ბის­გან იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი. არ შე­მიძ­ლია, ჩემს გამ­ზრდელ არხზე რა­ი­მე ცუდი ვთქვა!

„მთა­ვარ არხზე“ ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ. მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და 19 დღე­ში ახა­ლი არხი გახ­სნეს, რო­მელ­საც ჰყავს მა­ყუ­რე­ბე­ლი და მგო­ნია, რომ არხს აქვს თე­მე­ბი, რაც აწუ­ხებს ადა­მი­ა­ნებს. ცხა­დია, „მთა­ვა­რი არ­ხის­გან“ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და და კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რომ იქ ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ბევ­რი რამ მას­წავ­ლეს, თუმ­ცა, გა­დავ­წყვი­ტე ამ პრო­ფე­სი­ის­გან ამ­ჯე­რად დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ვიყო. ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც არც ერთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას არ დავ­თან­ხმდი…

– თა­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი ის­მო­და მათ მი­მართ, ვინც „რუს­თა­ვი 2“-ზე დარ­ჩა. შენ რო­გორ აფა­სებ მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

– კი, გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი ის­მის ჩემი კო­ლე­გე­ბის მი­მართ, ვინც „რუს­თა­ვი 2“-დან არ წა­მო­ვი­და, მაგ­რამ რო­გორც „მთა­ვარ არხზე“, ჩემი მე­გობ­რე­ბი „რუს­თა­ვი 2“-ზეც არი­ან, მათ შო­რის, ისი­ნი, ვინც დარ­ჩა. არა­სო­დეს არა­ვის გავ­ლან­ძღავ, ვუ­საყ­ვე­დუ­რებ, რად­გა­ნაც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი აკე­თებს სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს, მჯე­რა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, მჯე­რა მათი, მიყ­ვარს ისი­ნი დ პა­ტივს ვცემ მათ არ­ჩე­ვანს. დიახ, არც ერთ მათ­განს, ოპე­რა­ტორს, მე­მონ­ტა­ჟეს, ჟურ­ნა­ლისტს, პრო­დი­უ­სერს, მძღოლს არ გავ­ლან­ძღავ იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს. ჩემი მე­გობ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ხომ გე­უბ­ნე­ბით, მინ­და, არ­ხიც და თვი­თო­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

და ბო­ლოს, რაც შე­მე­ხე­ბა მე – ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ არ ვიცი, მინ­და, თუ არა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ შო­რი­დან რა­ღა­ცე­ბი კი­დევ სხვა­ნა­ი­რად ჩანს. ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს გულ­წრფე­ლად წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ, ვის­თვი­საც უმ­ძი­მე­სი იყო „რუს­თა­ვი 2“-დან წა­მოს­ვლა. ისი­ნი დღეს სხვადსხვა არ­ხებ­ზე არი­ან გად­ნა­წი­ლე­ბი­უ­ლე­ბი, რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ტე­ლე­ვი­ზია სა­ერ­თოდ და­ტო­ვა. მე კი ალათ სა­ბო­ლო­ოდ ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კითხს მა­შინ გა­დავ­წყვეტ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი.

loading...
Загрузка...
loading...
loading...