თქვენთვის

“მკვლელობამდე ნათლულს “გამწარებული” დაეძებდა… მერე ჩაუსაფრდა და სიცოცხლეს გამოასალმა”

-
loading...
Загрузка...
loading...
9 ოქტომბრის დილას, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა – 82 წლის მამაკაცმა ლერი ლომაშვილმა ნათლული, 42 წლის კახა გაბრიელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, მათ შორის ორი – სასიკვდილო. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო,

რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

 

გარდაცვლილის ახლობელი გვიყვება:
“ლერი ლომაშვილი ორხევში მდებარე ავტომანქანების გამქირავებელ ფირმაში დარაჯად მუშაობდა. კახას ნათლიის ვალი ჰქონია და შეთანხმებულან, რომ მას სამსახურში, თავისთან დაასაქმებდა და ვალს ნელ-ნელა გაუსტუმრებდა. ნათლიამ ნათლული დაასაქმა კიდეც, თუმცა მოხდა ისე, რომ ლომაშვილი სამსახურიდან გამოუშვეს, კახა კი

დარჩა. ავტოფარეხიდან გამოგდებულ ლომაშვილს კახა გაბრიელაშვილი ვალს არ, თუ ვერ უსტუმრებდა და ამაზე გამწარებულმა, გულში წყენა ჩაიდო, კონფლიქტი ამის გამო ჰქონიათ. როგორც ვიცი, სამსახურის დაკარგვაშიც ნათლულს ადანაშაულებდა. მერე ჩაუსაფრდა და სიცოცხლეს გამოასალმა. გაოგნებული ვართ მომხდარით, არავინ ელოდა ამ კაცის ასეთ საქციელს”…

 

მეზობლები მოკლულსაც და მკვლელობაში ბრალდებულსაც დადებითად ახასიათებენ. იმასაც ამბობენ, რომ ლერი ლომაშვილი ნათლულს მკვლელობამდე სამი დღის განმავლობაში “გამწარებული” დაეძებდა. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

(სპეციალურად საიტისთვის)
loading...
loading...
Загрузка...