დღის მთავარიმას მედია

“ცხვირიდან და პირიდან სისხლის ნაკადი მოსდიოდა… სულ სცემს ქმარი სასტიკად” – შემზარავი შემთხვევა შიდა ქართლში, ქმარმა ცოლი სასიკვდილოდ სცემა

-
loading...
Загрузка...
loading...

გორში , ჭალის დასახლებაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა 39 წლის ცოლი სცემა.

როგორც თვითმხილველი ,,რეგიონულ კვირასთან” საუბარში ყვება, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა .

“ძალიან ხშირად ხდება ამ ოჯახში მსგავსი ძალადობის ფაქტები. გუშინ ისეთი ნაცემი იყო ეს ქალბატონი, რომ სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა. ცხვირიდან და პირიდან სისხლის ნაკადი მოსდიოდა, ფაქტიურად მთელი ღამე არ გვეძინა მეზობლებს”, – განაცხადა დაშავებულის მეზობელმა მ. დ.

შსს – ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის 126 მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

loading...
loading...
Загрузка...