რჩევები

იმუნოთერაპიამ კიბოს მეტასტაზები გააქრო – “ეს უკვე დანერგილია საქართველოში” – გია ციხისელი

Загрузка...

ახალი იმუნოთერაპია და მისი მოულოდნელი შედეგები – “ფორბსი” წერს, რომ კვლევები ამერიკაში, სიმსივნესთან ბრძოლის ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა და დადგინდა, რომ ქალი, რომელიც ძუძუს კიბოთი იყო დაავადებული, სწორედ იმუნოთერაპიით განიკურნა.

სტატიის ავტორი წერს, რომ კვლევის პროცესში, ბუნებრივად არსებული სიმსივნე იფილტრებოდა ლიმფოციტებისგან, ისინი გამოცალკევდა სიმსივნის უჯრედებისგან, შემდეგ ისინი ცალკე გაამრავლეს და ინექციით ისევ პაციენტის ორგანიზმში შეიყვანეს.

“მანამდე პაციენტი სხვა სახის მკურნალობასაც გადიოდა , მათ შორის ჰორმონალურ და ქიმიურ თერაპიას, მაგრამ კიბოს პროგრესირება ვერაფერმა შეაჩერა:”, – წერს ჟურნალისტი.

რადიო “ფორტუნა” ამ თემაზე ცნობილ ონკოლოგს გია ციხისელს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ იმუნოთერაპია მედიცინაში ახალი არ არის.

„იმონოთერაპია არსებობს დიდი ხანია, რაც ჩვენთანაც გამოიყენება. ის უკვე დანერგილია და კეთდება, ვგულისხმობ მაგ. ანტისიმსივნურ შრატებს და სხვა ასეთ მიდგომებს. 

ზოგადად, ნებისმიერი მკურნალობა ეფექტიანია ადრეულ სტადიაზე, სანამ დაავადება ფართოდ გავრცელდება. თუ კიბოს უკვე ფრთები აქვს გაშლილი, იქ რთული, რამეს უშველო, ამიტომ ვამბობთ, მოეშვით ექიმბაშებს და მოდით დროულად”, – აცხადებს ციხისელი.  

“ფორტუნას” კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, ქიმიოთერაპიის ჩანაცვლება იმუნოთერაპიით, ონკოლოგი პასუხობს:

“ხშირად ასე კეთდება – ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტი იწყებს იმუნოთერაპიას. მაგ. თქვენ რომ ერთი კვერცხი ჭამოთ, არ გავნებთ, მაგრამ 100 კვერცხი ხომ ცუდია უკვე ჯანმრთელობისთვის. ასეა წამლებიც. მათი მიღება განსაზღვრული რაოდენობით შეიძლება. რაღაც დოზის შემდეგ წამალიც შხამი ხდება. ამიტომ ქიმიოთერაპიის მერე ავადმყოფს ვერ მიატოვებ, უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ, ამ დროს არის იმუნოთერაპია ძალიან კარგი, რომ პროცესის სტაბილიზაცია მოხდეს.

არის ერთეული შემთხვევები, როცა მხოლოდ იმუნოთერაპიით ვმკურნალობთ. ძირითადად იმ დროს ვიყენებთ, როცა სიმსივნე მხოლოდ ლოკალურადაა, ან პაციენტი ასაკოვანია და ქიმიოთერაპიას ვერ გადაიტანს. ზოგჯერ ექვემდებარება მკურნალობას, მედიცინა 100%-იანი არაა”. 

ციხისელი განმარტავს, რომ 50  წელზე ამ სფეროშია და ყოველდღიურად რაღაცის აღმოჩენა ხდება, რომ თითქოს პრობლემა გადაწყდა.

ეს არის პოპულისტური სტატიები, ასე არაა და ეს რთული პრობლემაა”, – ამბობს ონკოლოგი. 

მკვლევარები კი დარწმუნებულები არიან, რომ ლიმბფოციტებით მკურნალობა ასეთივე წარმატებული იქნება სხვა ტიპის სიმსივნეების დროს, მათ შორის, პანკრეასის, ფილტვის და ა. შ. დათვლილია, რომ ამერიკაში წელიწადში 540 ათასი ადამიანი იღუპება სწორედ მეტასტაზების გავრცელების გამო. 

„ჩვენ გამოვყავით ლიმფოციტები სიმსივნისგან, გავზარდეთ , გავამრავლეთ ისინი და ისევ პაციენტის ორგანიზმში დავაბრუნეთ. დაახლოებით 90 მილიარდი უჯრედი შევიყვანეთ ქალის ორგანიზმში – აცხადებს ერთ-ერთი მკვლევარი როზენბერგი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის ილუსტრაციაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ იმუნოთერაპიის ძალა ყველამ გაიგოს.

loading...
Загрузка...
loading...
loading...